მარკოიშვილის 12 ქულა, 5 პასი და საევროთასო გამარჯვება ყაზანში

მარკოიშვილის 12 ქულა, 5 პასი და საევროთასო გამარჯვება ყაზანში

მამუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილია” ევროთასის გათამაშებაში შედეგიანად თამაშობს. იტალიურმა კლუბმა ამ ტურნირის მეორე ჯგუფურ ეტაზე, ტოპ-16-ში გააღწია და 3 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს. გასულ ტურში რეჯიოემილიელებმა სტუმრად რუსული “უნიკსი” დაამარხეს, რომელიც 2-დან 2 გამარჯვებით ჯგუფის ლიდერი გახლდათ. ყაზანში გამართული შეხვედრა “რეჯიო ემილიას” გამარჯვებით – 71:69 დასრულდა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და იტალიურ კლუბში ყველაზე მეტი სათამაშო დროც დაუთმეს. მანუჩარმა 29:44 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“რეჯიო ემილიამ” 2 მოგება და 1 მარცხი მოაგროვა და H ჯგუფში ლიდერობა სწორედ “უნიკსს” ჩამოართვა. მარკოიშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 24 იანვარს, შინ, ისევ ყაზანელებთან გამართავს.