ფიბა-ს ლიცენზიის მსაჯებთან ერთად საქართველოს ჰყავს ფიბა-ს მდივნებიც, რომლებიც შიდაჩემპიონატებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო მატჩებსაც ემსახურებიან. საქართველოში სეზონის განმავლობაში მიმდინარე სხვადასხვა ჩემპიონატების მომსახურე მაგიდის მსაჯ-მდივნების უმეტესობა ფიბა-ს ლიცენზიას ფლობს, რომლებიც აღნიშნული სტატუსის შესანარჩუნებლად გარკვეული პერიოდულობით ტესტირებასა და გამოცდებს აბარებენ.
საქართველოში მოღვაწე მსაჯ-მდივნებმა ფიბა-ს ლიცენზიის გასახანგრძლივებლად, ნაწილმა კი მისაღებად, მორიგი გამოცდები ჩააბარეს. ამ ზაფხულს ტესტირებაგავლილი 25 მსაჯ-მდივნიდან უმეტესობა ფლობდა ფიბა-ს ლიცენზიას და აღნიშნული სტატუსი გაუხანგრძლივდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ლიცენზია პირველად, ანაც გარკვეული პაუზის შემდეგ მიიღეს.
ფიბა-სგან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად გასულ თვეში ჩატარებული ონლაინ-ტესტირების შედეგად კალათბურთის მსაჯ-მდივნის საერთაშორისო ლიცენზიები მიიღეს:
- თამარ ბუიღლიშვილი
- ქეთევან ქიქოძე
- მედეა გვილავა
- ირაკლი პერტაია
- ლია რამიშვილი
- ქეთევან შენგელია
- ია ხუნდაძე
- თამარ ჩხაიძე
- დალი ვაჭარაძე
- ეკატერინე კალანდაძე
- მარიამ ნოზაძე
- მარინა შალამბერიძე
- დავით ხეცურიანი
- ანა ქავთარაძე
- ანა მაისურაძე
- რუსუდანი გამყრელიძე
- თამარ მოდებაძე
- ხათუნა ქაჩლიშვილი
- გიორგი ნადირაშვილი
- ბაჩი ალიბეგაშვილი
- გიგა ეფრემიძე
- ლევან ეფრემიძე
- დიმიტრი შალამბერიძე
- დავით ეძგვერაძე
- ალესანდრე ზანდუკელი
ტესტირების წარმატებით გავლილ 25 მსაჯ-მდივანს საშუალება ექნება 2024-2028 წლებში ჩატარებულ ფიბა-ს შემდეგი ტურნირების მატჩებს მოემსახუროს:
- ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო
- მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წინა-საკვალიფიკაციო
- მსოფლიოს 2029 წლის ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო
- ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო
- ფიბა-ს ახალგაზრდული და პატარა ქვეყნების ჩემპიონატები
- ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ნებისმიერი საკლუბო ტურნირი
რაც შეეხება ტესტირებას, მისთვის მოსამზადებელი ონლაინ-კურსი გაზაფხულზე დაიწყო, რის შემდეგაც ყველა კანდიდატს ფიბა-ს პორტალზე არსებულ პირად ანგარიშში შეეძლო შესვლა და მომავალი ტესტებისთვის როგორც ლიტერატურით, ისე ვიზუალური სავარჯიშოებით მომზადება. ტესტირებები ივლისის თვეში ჩატარდა. თითოეულ მსაჯ-მდივანს დაურიგდა 50 კითხვა, ლიცენზიის მისაღებად კი საჭირო იყო მინიმუმ 35 ზუსტი პასუხი.
ტესტირებაში მონაწილე ყველა მსაჯ-მდივანმა დაწესებული ბარიერი გადალახა და ფიბა-ს ლიცენზია 2028 წლამდე მიიღო.
ზემოთაღნიშნულთან ერთად არსებობს სტატისტიკოსის ლიცენზიაც, რის მისაღებადაც ტესტირება-გამოცდები შემოდგომაზე გაიმართება და მასში იმ მსაჯ-მდივნების აბსოლურტური უმრავლესობა მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც მსაჯ-მდივანის ლიცენზიები უკვე მიიღეს.