35 ქულა: მარკიზ ჰეინსმა პრიმერადივიზიონში სეზონის მატჩი ჩაატარა

35 ქულა: მარკიზ ჰეინსმა პრიმერადივიზიონში სეზონის მატჩი ჩაატარა

დღეს იგორ კოკოშკოვმა განაცხადა – მომავალში შეიძლება აზრი შევიცვალო, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრების ღირსება მარკიზ ჰეინსმა, ან ტორინ გრინმა უნდა დაიცვასო. ამ განცხადებიდან სამიოდ საათში მარკიზ ჰეინსი მოედანზე გავიდა და თავის ევროპულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ჰეინსისა და გრინის „გრან კანარია“ სტუმრად „ვალიადოლიდს“ ეთამაშა და მიმდინარე სეზონში პირველი გასვლითი მატჩი რომ მოიგო, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ მოთამაშეს უნდა უმადლოდეს. მარკიზ ჰეინსმა 29:46 წუთში მეტოქეს 35 ქულა ჩაუგდო და კანარიელებს გამარჯვება გაუნაღდა – 89:70.

ჰეინსი ტრადიციულად ხუთეულში იყო. მან 8–დან 5 ორქულიანი, 10–დან 5 სამიანი და 13–დან 10 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა 2 ჩაჭრა და 1 პასი იყო. ჰეინსის დიდებული თამაშის ფონზე მოედანზე მხოლოდ 3 წუთით გამოჩნდა ტორინ გრინი, რომელმაც 1 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
5 გამარჯვებითა და 7 მარცხით კანარიელები ცხრილში მე–11 ადგილზე არიან. ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას „გრან კანარია“ 29 დეკემბერს შინ „ლაგუნ აროსთან“ გამართავს.