3X3 Euro Basketball Batumi 2013 დასასრულს უახლოვდება

3X3 Euro Basketball Batumi 2013 დასასრულს უახლოვდება

  ბათუმში გრძელდება 3X3 Euro Basketball Batumi 2013. მეთექვსმეტედფინალისა და მერვედფინალების შემდეგ 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა: 

And1, Hoops, The Answer, 15, დოლიძე, ბასკო, ატძალი და MIX. ტრადიციულად იმართება საქმულიანებისა და  ჩატენვების კონკურში. 3-ქულიანების კონკურსის ფინალური საგზური დავით ეძგვერაძემ  (And1) და  დავით ბერიშვილმა (15) მოიპოვეს. ჩატენვების კონკურსი კი მოგვიანებით გაიმართება. 

დავით ეძგვერაძე (სამქულიანების კონკურსის ფინალისტი – გუნდიAnd1):  წინა  ტურნირის მსგავსად ორგანიება უმაღლეს დონეზეა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს სათანადო ფორმაში არ ვართ, რადგან ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე  ლაშა ეძგვერაძე  ტრავმის გამო გამოგვაკლდა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლებთ და გამარჯვებას ვეცდებით. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, რომელთაგანაც გუნდ  ,,15”-ს გამოვარჩევდი. აღსანიშნავია, რომ  სამქულიანების კონკურსშიც ამ გუნდის წარმომადგენლს, დავით ბერიშვილს დავუპირისპირდები.
 გიორგი დოლიძე (პლეი ოფში მონაწილე გუნდი ,,ბასკო”) : ჩვენი გუნდი აღნიშნულ ტურნირზე პირველად მონაწილეობს.  ჩვენი მეტოქეები საკმაოდ ძლიერი გუნდები  არიან. მისასალმებელია, რომ ამ ტურნირს  ტრადიციული სახე მიეცემა, რადგან მას  კალათბურთის განვითარებისთვის და  ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 
 ჩატენვების კონკურსის მონაწილეები:
ირაკლი ალხანაიძე (გუნდიAnd1): ჩატენვების კონკურსში ჩემს გარდა7 მონაწილეა. სასიხარულოა, რომ ფიბასეგიდით ჩატრებულ მეორე  ტურნირში  მონაწილეობის უფრო მეტი მსურველი აღმოჩნდა და კონკურსანტთა რიცხვიც გაიზარდა. TbilisiOpen 2013-ის შემდეგ 3X3-ზე კაალთბურთის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა და  მასში სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ერთვება. ჩატენვების კონკურსში ყველა მეტოქეს  არ ვიცნობ, თუმცა  მაქსიმალურად ვეცდები გამარჯვება  კვლავაც მე მერგოს.   წარმატება ვუსუვებ ყველას!
 საბა ნერგაძე (გუნდი მედია): 3X 3-ზე  კალათბურთის  ტურნირში უკვე მეორედ ვასპარეზობ. კარგი იქნება თუ ასეთი ტურნირები უფრო ხშირად გაიმართება. ჩატენვების კონკურს რაც შეეხება, მონაწილეებს კარგად არ ვიცნობ,  თუმცა ფავორიტად წინა  ტურნირის  გამარჯვებული, ირაკლი ალხანაიძე მიამაჩნია. მიუხედავად ამისა, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მადლობას გადავუხდი ტურნირის ორგანიზატორებს ასეთი კარგი ღონისძიებისთვის. 

საბა ნერგაძე და ირაკლი ალხანაიძე