3X3 ევროპის თასზე სროლების კონკურსის ფინალისტები ცნობილია

3X3 ევროპის თასზე სროლების კონკურსის ფინალისტები ცნობილია

3X3 U18 ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა ვაჟთა და გოგონათა შორის შერეული სროლების კონკურსი. შეჯიბრის შესარჩევი ეტაპი გაიმართა ტურნირის პირველ და მეორე დღეს. ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ნაკრებიდან კონკურსში თითო მოთამაშე გამოდიოდა.

გათამაშების ფორმატის თანახმად კონკურსანტს პერიმეტრის ორი კუთხიდან ჯამში 10 სროლა უნდა განეხორციელებინა, რისთვისაც 30 წამი იყო გამოყოფილი. უმოკლეს დროში ყველაზე მეტი ბურთის ჩამგდები ოთხი მოთამაშე (ორი ბიჭი, ორი გოგონა) ფინალში გადიოდა. 

6 და 7 სექტემბერს ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გაირკვა, რომ ფინალში გავიდნენ უნგრეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. უნგრელებმა როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში მოახერხეს ფინალში გასვლა, ხოლო ფინალის დანარჩენი ადგილები გერმანელმა გოგონამ და რუსმა ბიჭმა შეავსეს. 

ფინალისტები:

ბენდეგას ორბანი – უნგრეთი

ლუკა რევეჟი – უნგრეთი

დანილა ჩიკარევი – რუსეთი

ვიქტორია პოროში – გერმანია