3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი თურქეთი გახდა

3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი თურქეთი გახდა

დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა და რომელშიც კონტინენტის საუკეთეო გუნდებს შორის საქართველომაც იასპარეზა.
16 გუნდი 4 ქვეჯგუფში იყო განაწილებული და მეოთხედფინალში ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი გადიოდა სამწუხაროდ, საქართველო ვერ მოხვდა იმ 2 გუნდს შორის, რომლებმაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ასპარეზობა მეოთხედფინალიდან გააგრძელეს.

საქართველოს ჯგუფიდან პლეი ოფში გავიდნენ თურქეთი და ბელარუსი, რომლებმაც ჩემპიონატზე საბოლოოდ პირველი და მეოთხე ადგილები დაიკავეს. თურქეთი, რომელთანაც საქართველომ ჯგუფში 10:18 წააგო, ევროპის ჩემპიონი გახდა. თურქებმა მეოთხედფინალში იტალია 16:15 დაამარცხეს, ნახევარფინალში ესპანეთს 12:11 სძლიეს, ხოლო ფინალში საფრანგეთსაც დრამატული ბრძოლა მოუგეს (16:14) და ჩემპიონები გახდნენ.
რაც შეეხება ბელარუსს, რომელიც საქართველომ გასული თვის ბოლოდ, იტალიაში გამართულ შესარჩევ ტურნირში იოლად დაამარცხა, მისკის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ბელგიას სძლია (21:15) და ნახევარფინალში საფრანგეთთან 9:20 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის მატჩში ბელარუსი ესპანეთს შეხვდა და დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში – 15:18 წააგო ესპანეთთან.
საქართვეოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მატჩი გამართა. ქართველებმა ჯგუფში თურქეთთან და ბელარუსთან წაგების შემდეგ საკმაოდ მძლავრ ისრაელს მოუგეს. საბოლოოდ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის 16 გუნდში მე-12 ადგილი დაიკავა.