3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი “ბებერი არწივი” გახდა! (VIDEO)

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი “ბებერი არწივი” გახდა! (VIDEO)

საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში დასრულდა. ფინალურ ეტაპს “თბილისი მოლმა” უმასპინძლა, სადაც თავი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულმა 12-მა საუკეთესო გუნდმა მოიყარა.

Geotour-ის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ტურნირის ფინალური ეტაპის ოფიციალური მასპინძელი იყო “თბილისი მოლი”, ხოლო საჩემპიონო მატჩი პირდაპირ ეთერში ფედერაციის საინფორმაციო მხარდამჭერმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა.

ფინალურ ტურნირამდე შესარჩევი ტურები გაიმართა თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. შედეგად ფინალურ ეტაპზე შემდეგი გუნდები გავიდნენ: Swish, Buckets, Vakis Parki, Lolebi, Vera, Rampage, Old Eagle, Scooby (ყველა თბილისი), Performers (თელავი), MTM (ბათუმი), Daily (ქუთაისი) და Chochu (რუსთავი”).

ამ გუნდებმა თავი ჩემპიონის გამოსავლენად დღეს “თბილისი მოლში” მოიყარეს, სადაც საკმაოდ საინტერესო მატჩები გაიმართა. 

ფინალამდე წაუგებლად მივიდნენ და ერთმანეთს საჩემპიონოდ შეეჯიბრნენ  “ბებერი არწივი” და Chochu. პირველი გუნდის ღირსებას იცავდნენ 3×3 კალათბურთის საქართველოს ნაკრების წევრები – რეზო ჩაჩანიძე, მიხეილ ბერიშვილი, ზუკა მაჩალაძე და გიორგი კორსანტია. ხოლო Chochu-ს შემადგენლობაში მიხეილ ჭოჭუა, გუგა პატაშური, კოტე ბიწაძე და ლევან გოგალაძე შედიოდნენ. 

ფინალური მატჩი “ბებერი არწივის” გამარჯვებით – 21:17 დასრულდა. ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. 

მეორე ადგილი

  • 3×3 კალათბურთში 2019 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი გახდა გუნდი Chochu,  რომელსაც შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გურგენიძემ და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ.
  • მეორე ადგილზე გასული გუნდის ყველა მოთამაშეს ტურნირის ფინალური ეტაპის ოფიციალური მასპინძლის, თბილისი მოლის მიერ გადაეცა 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.

პირველი ადგილი

  • 3×3 კალათბურთში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი გუნდი გახდა ბებერი არწივი, რომელსაც შესაბამისი მედლები და სიგელები  გადასცეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და  პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.
  • ჩემპიონი გუნდის მოთამაშეებს გადაეცათ კომპანია პიკის სპორტული სამოსი.  გუნდის წევრები „პიკის“ სპორტული სამოსით დააჯილდოვა მოძრაობის „იყავი აქტიური“  ხელმძღვანელმა,  ზურაბ ბოქოლიშვილმა.

ჩატენვების კონკურის გამარჯვებულის დაჯილდოვება

  • ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში) კონკურსის გამარჯვებული გახდა დავით დადუნაშვილი (გუნდი Scooby), რომელსაც სპეციალური პრიზით და 3X3 კალათბურთის ბურთით დააჯილდოვა ბექა ბურჯანაძემ.

საუკეთესო მოთამაშე (MVP)

  • 2019 წლის Geotour-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა რევაზ ჩაჩანიძე, რომელიც სპეციალური პრიზით და 3X3 კალათბურთის ბურთით დააჯილდოვა  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა.

ჩემპიონი გუნდის დაჯილდოება

  • 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი 10-11 აგვისტოს  გაემგზავრება რუმინეთში „ბუქარესტ ჩელენჯზე“. გამარჯვებულ გუნდს საგზური გადასცა 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გურგენიძემ.

  • 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდი  საჩემპიონო თასით და 2000 ლარიანი ფულადი პრიზით  დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და  პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ფინალური მატჩის ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 

3×3 კალათბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალი #LIVE

🏀 3×3 კალათბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალი #LIVE

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on 2019 m. liepos 20 d., šeštadienis