3X3-ზე კალათბურთში ფიბა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთობას აღრმავებს

3X3-ზე კალათბურთში ფიბა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთობას აღრმავებს

6-7 ივლისს თბილისში ჩატარებულმა 3X3-ზე კალათბურთის ტურნირმა Tbilisi Open 2013 როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მოწონება დაიმსახურა. სტატია ფოტო და ვიდეო მასალით ფიბა-ევროპის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა, ხოლო ფიბა-ში 3X3-ზე კალათბურთის ხელმძღვანელებმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
კარგად ორგანიზებული და საინტერესოდ წარმართული Tbilisi Open 2013-ის ჩატარებამ ფიბა-ს ხელმძღვანელებს გადააწყვეტინა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან უფრო აქტიურად ითანამშრომლოს.  კალათბურთის ფედერაციასთან ერთად აღნიშნულ ტურნირს ორგანიზება სპორტის სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუკეთეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ უფლება მოიპოვა, 2014 წლიდან მსოფლიო ტურებს უმასპინძლოს, რაც ჩვენს ქვეყანაში არაერთ უცხოურ გუნდს მოიზიდავს. მსოფლიო ტურის ტურნირში წარმატება კალათბურთელებს გზას უფრო და უფრო მაღალი დონის ტურნირებისკენ უხსნის, რომელიც ყოველთვიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  
 

 
Tbilisi Open 2013-ის შესახებ სტატია fibaeurope.com-ზე: http://www.3x3eurotour.com/coid_YtCFjaH4IHIh1obN1vrRY2.articleMode_on.html