3×3-ზე კალათბურთში Tbilisi Open 2013-ზე რეგისტრაცია დაიწყო

3×3-ზე კალათბურთში Tbilisi Open 2013-ზე რეგისტრაცია დაიწყო

  დაიწყო რეგისტრაცია 3×3-ზე კალათბურთის საერთაშორისო ტურნირ Tbilisi Open 2013-ზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ს

 ეგიდით 6-7 ივლისს გრანდიოზულ ტურნირს ატარებენ, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად გათამაშდება სლოვენიაში დამდეგ სექტემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატის 4 საგზური.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მსურველებს უკვე დღეიდან შეეძლებათ დარეგისტრირება. Tbilisi Open 2013-ში თამაში არ შეუძლიათ საქართველოს სუპერლიგისა და უცხოეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კალათბურთელებს და აგრეთვე 16-წლამდე ასაკის მოთამაშებს.  დანარჩენთათვის ტურნირში მონაწილეობა ნებადართულია.
–         1 ივლისს გაიმართება სემინარი, სადაც ორგანიზატორები მონაწილეებს 3×3-ზე კალათბურთის წესებს გააცნობენ.
–         3 ივლისს დასრულდება მონაწილეთა განაცხადების მიღება.
–         4 ივლის შედგება Tbilisi Open 2013-ის კენჭისყრა.