საქართველოს ჩემპიონი 3×3 კალათბურთში ლისის ტბაზე გამოვლინდა. Geotour2023-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Groot, რომლის შემადგენლობაშიც საბა გეგუჩაძე, ლუკა გიორგაძე, მიქაელ უგრეხელიძე და ირაკლი გლუნჩაძე თამაშობდნენ. ამ შემადგენლობამ ფინალურ მატჩში 19:13 დაამარცხა “ორი ნაბიჯი”, რომლის ღირსებასაც ცოტნე ცარციძე, საბა შარვაშიძე და დავით ადიკაშვილი იცავდნენ.
გამარჯვებულმა გუნდმა საპრიზო 3000 ლარი და მსოფლიო ტურის საგზური მოიგო, რომელიც 11-12 აგვისტოს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება. ფინალში დამარცხებულმა “ორი ნაბიჯის” წევრებმა საპრიზო ფონდიდან 1500-ლარიანი ვაუჩერი მიიღეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა Groot-მა “ბებერი არწივი” 22:20 დაამარცხა, ხოლო “ორმა ნაბიჯმა” “მუხბეს” 20:18 სძლია.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ლუკა გიორგაძე, ხოლო ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული საბა ნერგაძე. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ Geptour2023-ის ფარგლებში გაიმართა შესარჩევი ტურები 4 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში გაიმართა.დედაქალაქიდან ფინალური ეტაპის საგზური 9 საუკეთესომ მიიღო, ხოლო ბათუმიდან, თელავსა და რუსთავისგან – თითო-თითომ.