საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში, რომელიც Geotour-ის სახელითაა ცნობილი, დასასრულს უახლოვდება. უკვე გამოვლინდა ფინალური სერიის 12-ივე მონაწილე და დარჩენილია ბოლო ტურნირი, რომელიც ჩემპიონსა და პრიზიორ გუნდს გამოავლენს.
3x3Geotour2023 კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ტურნირის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქებში ტარდება შესარჩევი ტურები, რომლებიც ფინალური ეტაპის საგზურს იგებენ და ბოლოს, დასკვნითი ტურნირი საუკეთესოს ავლენს. წლეულს სულ 4 შესარჩევი ტური გაიმართა – თბილისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში. დედაქალაქის შესარჩევი ტურიდან ფინალში 9 საუკეთესო გადავიდა, ხოლო ბათუმიდან, თელავიდან და რუსთავიდან – თითო-თითო.
14 ივლისს რუსთავის მერიასთან გამართულ ტურნირში 4 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან უკონკურსოდ იყო წარმოდგენილი საქართველოს 3×3 კალათბურთის 17-წლამდელთა ნაკრები. ტურნირი სწორედ ამ გუნდის (Ballerz) გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ფინალური ეტაპის საგზური ფინალში მათთან დამარცხებულმა “ტიტანებმა” მიიღეს.
ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ნაკრების წევრებმა – ვაჟა კეჭაღმაძემ, ნიკოლოზ ფუტურიძემ და ნიკოლოზ კვანტალიანმა დაძაბულ შეხვედრაში 18:14 დაამარცხეს ტიტანების შემადგენლობა – გელა ჭინჭარაშვილი, დემო აბდელიანი, ბიძინა შამფრიანი, ნოდარ მიქელაძე.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ ფუტურიძე დასახელდა, რომელსაც პრიზი რუსთავში ძალზედ პოპულარულმა კალათბურთელმა, აკაკი დვალიშვილმა გადასცა.დაჯილდოებაში მონაწილეობდა ასევე გოგა ცეკვავა, რუსთავის 18 და 20-წლამდელთა გუნდების მთავარი მწვრთნელი.
ფინალური ეტაპი 15 ივლისს, თბილისში გაიმართება.
ასე და ამგვარად, ფინალური ტურნირის მონაწილე 12 გუნდი ცნობილია და ესენი არიან:
10. Meate
11. Gugula
12. Titanebi