3×3 კალათბურთში გრძელდება საგაზაფხულო თამაშები სახელწოდებით 3x3spring2023, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში უკვე მესამე ტურნირი გაიმართა, რომელიც 18 წლამდელთა შორის ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც ტრადიციული ფორმატის შესაბამისად 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფურ ეტაპზე გუნდებმა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩები გამართეს, რის შემდეგაც ჯგუფების გამარჯვებულებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა ნახევარფინალიდან განაგრძეს.
ერთ ნახევარფინალში Wings-მა AND121:16 დაამარცხა. მეორეში კი Ballers-მა 19:15 Anonymous-ს მოუგეს. ფინალური მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. Anonymous-ის შემადგენლობაში ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, დემეტრე ჩავლეიშვილი, ნიკა ეზიაშვილი და მიხეილ ვაჩნაძე თამაშობდნენ, ხოლო Wings-ის ღირსებას ირაკლი ახალაია, ანდრია მდინარაძე, ვაჩე ფარულავა, და ნიკოლოზ გურგენიძე იცავდნენ. შეხვედრა Wings-ის გამარჯვებით – 20:15 დასრულდა, რომელმაც ტურნირის საჩემპიონო ტიტულთან ერთად 500-ლარიანი ვაუჩერი დაიმსახურა.
გამარჯვებულებთან ერთად მეორეადგილოსანი გუნდის წევრები 300-ლარიანი ვაუჩერით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.