საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

4 მოგების შემდეგ, “საქართველო 2005”-მა ევროპის ლიგაზე პირველი მარცხი ცსკა-სთან განიცადა

4 მოგების შემდეგ, “საქართველო 2005”-მა ევროპის ლიგაზე პირველი მარცხი ცსკა-სთან განიცადა

ევროპის ახალგაზრდული ლიგის 4 მოგებით დაწყების შემდეგ, 2005-წლიანთა ქართულმა გუნდმა პირველი წრე მარცხით, თუმცა ღირსეულად დაასრულა. ლატვიის ქალაქ ვალმიერაში მიმდინარე ევროპის ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში დაუმარცხებელი გუნდები – მოსკოვის ცსკა და “საქართელო 2005” შეხვდნენ. დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში არმიელებმა იმარჯვეს – 68:63.

პირველი პერიოდი ქართველებმა 17:16 წააგეს, მეორე კი 20:22 დათმეს. არმიელებმა მესამე მეოთხედში მოიპოვეს უპირატესობა, როცა 17:13 იმარჯვეს და 5 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ქართველებმა რუსებს მოსაგებად შეუტიეს, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები აღარ ეყოთ.

ჩვენს გუნდში 13 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ბაქარ ბერეკაშვილი, ხოლო 16 ქულით ბომბარდირი ლევან ძინძიბაძე გახდა. 4 მოგებითა და 1 მარცხით “საქართველო 2005” პირველი წრის შემდეგ მეორე ადგილზეა, პირველ კი დაუმარცხებელი ცსკა-ა. დაჯილდოვების ცერემონიალზე ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დაასახელეს, ხოლო პირველი წრის სიმბოლურ ხუთეულში თენგო გოგიშვილი შეიყვანეს.

ჩენი გუნდი საქართველოში დღეს დაბრუნდება. მომდევნო წრის 5 მატჩი კი 24 იანვარს, ლიტვის ქალაქ პლუნგეში ჩატარდება.