შენგელიას ბასკონია შინ ბარსელონასთან დამარცხდა

შენგელიას ბასკონია შინ ბარსელონასთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიამ” ევროლიგაში სამმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მარცხი განიცადეს. ესპანურ დერბიში ბასკონიელებმა “ბარსელონას” უმასპინძლეს და ჩაგდებული ბოლო პერიოდის გამო 70:79 წააგეს. 

ბოლო მეოთხედის წინ ბასკონიელები 6 ქულით იგებდნენ, თუმცა “ბარსელონამ” გადამწყვეტი ათწუთეული 28:15 მოიგო და გამარჯვებას მიაღწია. შენგელიაც და ჰენინგიც სასტარტო ხუთეულში იყვნენ. თორნიკემ მოედანზე 33:52 წუთი გაატარა და 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ჯენინგმა 31:09 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 8-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა და 19 ქულა და 6 მოხსნა მოავროვა.

“ბასკონიას” 6 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და მე-11 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი, 27 დეკემბერს, სტუმრად, რუსულ “ხიმკისთან” გამართავს.