საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

16-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

16-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს “დინამო” და “აკადემია” დაუპირისპირდნენ. მატჩი თავიდან თანაბარი იყო და პირველი პერიოდი აკადემიელთა მცირე უპირატესობით დასრულდა, თუმცა მეორეში გელა წულაძისა გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა, რომელიც ბოლომდე შეინარჩინა და 76:58 გაიმარჯვა.

*სტატისტიკისთვის დააკლიკეთ ტექსტში წარმოდგენილ გაწითლებულ ანგარიშებზე

“აკადემიაში” 19 ქულით ლაშა მესხი გამოირჩა, “დინამოში კი 25 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გულიაშვილი. ყველაზე დაძაბული გამოდგა “ოვერტაიმისა” და “ქუთაისის” მატჩი, რომელშიც ბოლო წუთებამდე ბრძოლა მიმდინარეობდა. ქთაისელები თითქმის თელი თამაში იგებდნენ, ოვერტაიმელები კი მთელი შეხვედრა ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდნენ.

მაქსიმუმი, რაც თბილისურ გუნდს გამოუვიდა, ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცორება გახლდათ. ქუთაისელებმა საბოლოოდ 63:55 იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 22 ქულისა და 14 ქულის მომგროვებელ როლანდ დევიძეს ეკუთვნის. 15 ქულა და 12 მოხსნა გივი იმედაძის ანგარიშზეა. “ოვერტაიმში” 17 ქულით საუკეთესო იყო გოგა ვალიშვილი, საბა გურგენიძემ 16 ქულა მოაგროვა.

მესამე მატჩში “რუსთავმა” ზედმეტი გართულებების გარეშე 73:55 დაამარცხა “აფხაზეთი”. რუსთაველებში 16 ქულით ნიკა რობაქიძე გამოირჩა, დავით ჯაფარიძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. 

დაბოლოს, “ჰიუნდაისა” და “ზაზა 2”-ის შეხვედრა 15-ქულიანი სხვაობით – 69:54 დასრულდა. გაიმარჯვა “ჰიუნდაიმ”, რომელსაც 20 ქულით ლუკა ლურსმანაძვილმა ულიდერა. 12 ქულა მიითვალა ნოდარ კეკელიძემ, გიორგი გუგუციძის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. “ზაზა 2”-ში 12 ქულითა და 13 მოხსნით ლაშა კუჭუხიძე გამოირჩა.