დუდა სანაძის 18 ქულა და გამარჯვება პორტუგალიაში

დუდა სანაძის 18 ქულა და გამარჯვება პორტუგალიაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ოლივეირენშეს ქართველმა უკანახაზელმა სადებიუტო, 15-ქულიანი მატჩის შემდეგ მეორე შეხვედრა გამართა და თავის გუნდს გასვლით გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ოლივეირენშელებმა სტუმრად “ავეირო” 78:69 დაამარცხეს, სანაძე კი თავის გუნდში მეორე ვიცე-ბომბარდირი გახდა.

დუდამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 25:31 წუთში 18 ქულა, 1 პასი და 1 ჩჭრა მოაგროვა. სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი კი მარკ ნორელიამ დააფიქსირა, რომელმაც 23 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 

5 ტურის შემდეგ 4 მოგებით ოლივეირენშე პირველ ადგილზეა, თუმცა ამ ტურის მატჩები მის დაუმარცხებელ კონკურენტებს – სპორტინგს და პორტოს სათამაშო აქვთ. მომდევნო შეხვედრას სანაძის გუნდი 9 ნოემბერს, შინ ვიტორიასთან გამართავს.