სანდრო მამუკელაშვილის მეორე ორმაგი დუბლი ლას ვეგასის ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე. დრაფტზე “მილუოკი ბაქისის” მიერ არჩეულმა ქართველმა ფორვარდმა თავი “ვაშინგტონ ვიზარსთან” მატჩში გამოიჩინა.
მილუოკელებმა თამაში 83:93 წააგეს, სანდრო კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:48 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 22 წლის ქართველმა 9-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში ბაქსმა მეტოქეზე 5 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
მილუოკი ბაქსს მორიგი მატჩი 17 აგვისტოს დენვერ ნაგეთსთან უწევს, რომელსაც საზაფხულო ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილი ჰყავს მიწვეული, თუმცა, მას ბოლო ორ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.