ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის XVIII გათამაშება დაიწყო

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის XVIII გათამაშება დაიწყო

დღეს, თბილისში სტარტი აიღო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალმა, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სულ ექვსი გუნდი იღებს. მათგან ხუთი, მეგა, რუსთავი, ვერა, კაკტუსი, თსუ,  სუპერლიგის, ხოლო ტყიბულის ორბი “ა” ლიგის ჩემპიონატის მონაწილეა.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 4-6 იანვარს გაიმართება. ნახევარფინალური დაპირისპირება 8 იანვარს შედგება, ხოლო 9 იანვარს ოლიმპიური სასახლე მემორიალური გათამაშების ფინალს უმასპინძელსბ.