უნგრეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების მატ

უნგრეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების მატ
ფიბა-ს პირველი სანაკრებო ფანჯარა დაიწყო, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, დანიის ქალაქ ნესტვედში დანიშნული მატჩით ჩაებმება. 25 თებერვალს გაიმართება უნგრეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი, რომელსაც ქართველი ტექნიკური დელეგატი ეყოლება. 
 
ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი ამ მეტად საპასუხისმგებლო მატჩზეა დანიშნული, რომელიც უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გაიმართება.
 
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
25 თებერვალი. ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. სომბათჰეი (უნგრეთი)
უნგრეთი – იტალია