მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის სალიცენზიო გამოცდისთვის რეგისტრაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ–გვერდზე 22 სექტემბრიდან დაიწყება და 15 ოქტომბერს დასრულდება.
მწვრთნელებმა, ვისაც უახლოეს სალიცენზიო (C კატეგორია) გამოცდაში მონაწილეობა სურთ, საჭირო დოკუმენტაცია და პირადი მონაცემები ფედერაციის ვებ-გვერდზე მითითებულ სარეგისტრაციო გევრდზე უნდა ატვირთონ.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა კალათბურთის მწვრთნელთა კავშირისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მე-8 წელია, წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები C კატეგორიის ლიცენზიას იღებენ, რომელიც 14 წლამდე მოზარდებთან მუშაობისთვისაა საჭირო.
დღემდე C კატეგორიის ლიცენზია უკვე 350-ზე მეტმა ადამიანმა აიღო, თუმცა მწვრთნელობის დამწყებთა რიცხვი პერიოდულად იზრდება და ლიცენზიის აღების მოთხოვნილებაც აქტუალურია.
სარეგისტრაციო ფორმა