“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში MBG-მ “თელავს” 92:46 მოუგო

“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში MBG-მ “თელავს” 92:46 მოუგო

19 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩი გაიმართა. საკალათბურთო კლუბი “ემბიმ” “თელავს” დაუპირისპირდა და ორმაგი სხვაობით – 92:46 მოუგო. ეს გახლდათ “ემბის” სადებიუტო მატჩი “ა” ლიგის საკვალიფიკაციოში, თელაველებისთვის კი ეს მეორე შეხვედრა იყო. შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს დაწყებული ამ ტურნირის პირველ მატჩში “ვერამ” 94:52 სძლია კახეთის რეგიონის გუნდს.

“ემბი” ახალი შექმნილი გუნდია და მისი მიზანი, ისევე როგორც საკვალიფიკაციო ტურნირის ყველა მონაწილისა, “ა” ლიგაში მოხვედრა. გუნდს წვრთნის მიხეილ კობეშავიძე და ქართველ მოთამაშეებს დამატებული ჰყავს 4 ლეგიონერი. თელაველებთან მატჩში სერბი ფილიპ შეპა გამოირჩა, რომელმაც 35 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ირაკლი ალხანაიძეს, ხოლო ტატო ჩაჩიბაიამ და დარკო ჩოხადარევიჩმა 10-10 ქულა მიითვალეს. კახურ გუნდს 14 ქულით ნიკ ჩაველაშვილმა ულიდერა. 

21 დეკემბერს გათამაშებაში მეოთხე მონაწილე – “ზაზას აკადემია” ჩაერთვება, რომელიც ასევე “თელავს” შეხვდება. ამავე დღეს მეორე შეხვედრაში “ემბი” “ვერას” დაუპირისპირდება.

საკვალიფიკაციო ტურნირის დარჩენილი მატჩები