აკადემია 16-წლამდელთა ჩემპიონია

აკადემია 16-წლამდელთა ჩემპიონია

ვაკეში მდებარე საკალათბურთო ,,აკადემიის” დარბაზში
დასრულდა ფინალურის სერიის მესამე გადამყვეტი მატჩი ,,აკადემიასა” და ,,რუსთავს ”შორის,
სადაც  მასპინძლებმა  77:74 იმარჯვეს, სერია 2:1 მოიგეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

 შეხვედრა ძალიან
დაძაბული და ემოციური გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი რუსთველთა უპირატესობით წარიმართა
და მათივე მოგებით დასრულდა (48:37). მატჩის მეორე ნახევარში აკადემიელებმა მოახერხეს
მობილიზება,  ბოლო მეოთხე პერიოდში მეტოქეს
გაუთანაბრდნენ და უკიდურესად დაძაბულ მატჩში საბოლოოდ 4-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.

რუსთაველთა რიგებში საუკეთესო გახლდათ თორნიკე ქიტოშვილი,
რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 19 ქულითა და 16 მოხსნით კი ორმაგი დუბლი შოთა ნარჩომაშვილის
ანგარიშზეა.

 ,,აკადემიის”რიგებში
ორმაგი დუბლი ბექა დარხველიძემ და ნიკა ცქიტიშვილმა შეასრულეს.  დარახველიძემ 26 ქულა და 10 მოხსნა, ცქიტიშვილმა
კი 16 ქულა და 21 მოხსნა მიითვალა.

აკადემია – რუსთავი

2011 წლის ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის გელა წულაძის დარიგებული ,,აკადემია’ გახდა