აკადემია 16-წლამდელთა ჩემპიონია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

აკადემია 16-წლამდელთა ჩემპიონია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის სპორტის სასახლემ 16-წლამდელთა ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა.

 2012 წლის ჩემპიონის ტიტული აკადემიამ მოიპოვა, რომელმაც კარდინალი – ორბი 62:59 დაამარცხა და სერიაში 2:1 იმარჯვა. მატჩი თავიდანვე ძალიან დაძაბულად წარიმართა. პირველი ათწუთეულის საწყისი  წუთები გუნდების გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა პერიოდის ბოლოს ,,კარდინალი” დაწინაურდა და წინ 11:6 გავიდა. კარდინალი-ორბის  გუნდმა მეორე მეოთხედიც დამაჯერებლად დაიწყო და შუაწელში თავის სასარგებლოდ 23:15 დააფიქსირა, თუმცა დარჩენილ დროში აკადემიელებიც  აქტიურად ათამაშდნენ და პირველი ტაიმი ფრედ 
– 26:26 დასრულდა. მესამე პერიოდის საწყის წუთებში წინ აკადემიის გუნდი  გავიდა, რომელმაც პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და მე-3 წუთზე 33:26 დაწინაურდა. ამ მეოთხედში ,,კარდინალი” 8 ქულით ჩამორჩა მეტოქეს (40:8), დასკვნით ათწუთეულში კი მდევრის როლში აღმოჩნდა. დაძაბულობამ პიკს აღნიშნული მონაკვეთის მიწურულს მიაღწია. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე აკადემია 7-ქულიან უპირატესობას ფლობდა- 58:51, თუმცა კარდინალის გუნდმა შეძლო თამაშზე კონცენტრაცია და 16 წამით ადრე მინიმალური სხვაობით ჩამორჩა მოწინააღმდეგეს –  59:60. გადამწყვეტ მომენტში აკადემიელები ძალიან მობილიზებულნი აღმოჩნდნენ, რომლებმაც 7 წამით ადრე საბა მგალობლიშვილისა და ნიკა ჭაბაშვილის საჯარიმოების წყალობით 62:59 დააფიქსირეს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 

,კარდინალის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი დიმიტრი ბობილევმა (14ქ.20მ) და გიორგი გუგეშაშვილმა (12ქ,12მ) შეასრულეს, ხოლო აკადემიას 20 ქულა საბა მგალობლიშვილმა მოუტანა. ორმაგი დუბლი კი  ნიკა ცინცაძისა და ნიკა ჭაბაშვილმა ანგარიშზეა. ცინცაძემ 11 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა, ხოლო ჭაბაშვილმა 12 ქულა და 11 დააგროვა.
შეხვედრის დასრულებისას გაიმართა დაჯილდოვების ცერემონილი გაიმართა, ხოლო შემდეგ –  მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია.

ირაკლი ტომარაძე (აკადემიის მწვრთნელი): ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი დღით. სერიის წინა მატჩში დიდი სხვაობით დავმარცხდით, მაგრამ ბიჭებმა შეძლეს რეაბილიტაცია და გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგეს. რაც შეეხება  მატჩს, ვფიქრობ მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს აღმოჩნდა, რამაც ჩვენი მოგება განაპირობა.
ირაკლი შიოშვილი (აკადემიის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): წლის დასწყისშივე ჩვენი გეგმა მხოლოდ ჩემპიონობას შეადგენდა და სხვა მიზანი არც გვქონია. ბიჭები სეზონის პირველი მატჩიდანვე იყვნენ განწყობილნი ჩემპიონობისთვის და სწორედ ამ მიზნისა  და ფსიქოლოგიურმა მომზადების ხარჯზე გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწია.
ზვიად დიდბარიძე (კარდინალი-ორბის მწვრთნელი): მივულოცავ აკადემიას ამ დიდ წარმატებას, რომელმაც აშკარად დაიმსახურა გამარჯვება. ამ გუნდმა ჩვენზე გაცილებით მობილიზებულად იასპარეზა. ვეცდებით სამომავლოდ გავითვალისწინოთ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები. მიმაჩნია, რომ დღეს ნამდვილი ფინალი შედგა. წინა პრესკონფერენციაზეც  აღვნიშნე რომ გადამწყვეტი მატჩში ძალიან დაძაბული და ლამაზი თამაში შედებოდა,  სადაც ღირსეული მოიგებდა. დღეს გამარჯვება ნამდვილად აკადემიამ დაიმსახურა. 
ნიკა ცინცაძე (აკადემია): ძალიან დაძაბული თამაში იყო. მთელი წელი ვმუშაობდით მიზნის მიღწევისთვის და  უდიდესი შრომა გავწიეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელებს და მოთამაშეებს.  დასახულ მიზანს მივაღწიეთ, რაც მთლიანი გუნდისა და კოლექტივის დამსახურებაა.
გიორგი გუგეშაშვილი (კარდინალი-ორბი): აკადემიამ ძალიან კარგად ჩაატარა თამაში, ჩვენ კი გაკვეული შეცდომების გამო დავმარცხდით. ვულოცავ აკადემიას ამ გამარჯვებას.

,,აკადემიას” 16-წლამდელთა საჩემპიონო თასი სუპერლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა.