აკადემია ნახევარფინალში გავიდა

აკადემია ნახევარფინალში გავიდა

ნახევარფინალში გასულ „შსს-აკადემიას“ „აკადემიაც“ შეემატა.
ვასილ სომხიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც დაამარცხა
„თბილისის“ კარდინალები“ და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

 სპორტკომპლექს „არენაში“ გამართული მატჩის დებიუტში
აკადემიელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – 32:18. კარდინალებმა ჩამორჩენის შემცირებას
მეთოდურად შეუდგნენ და მეტოქეს 5 ქულით მიუახლოვდნენ, რაშიც ლომის წილი მიუძღვის ბილი
ალიევს. კარდინალების ტანმაღალმა მოთამაშემ სამმაგი დუბლი დაფარებებით შეასრულა.
22 ქულას და 15 მოხსნას ალიევმა 11 დაფარებაც მოაყოლა. თუმც ამხოლოდ მისი მოწადინება
საკმარისი არ აღმოჩნდა, ალიევს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და „აკადემია“ გამარჯვებამდე
იოლად მივიდა – 67:57.

 გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლით გამოირჩა ლუკა გიორგაძე
(14 ქულა, 17 მოხსნა), 14 ქულა ჰქონდა დავიოთ აფხაზავას, ხოლო ლუკა ბულაშვილის (10
ქულა) მიერ ბოლო მეოთხედში ჩაგდებული 2 სამქულიანი აკადემიელთათვის უმნიშვნელოვანესი
აღმოჩნდა.

 „აკადემია“ ნახევარფინალში „მართვე 2“-სა და „ქუთაისი
2“-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება. სერიაში მართველები 1:0 ლიდერობენ.

თბილისის კარდინალები – აკადემია  57:67