“აკადემია” ფინალშია, ნაკრები ქუთაისში დამარცხდა

“აკადემია” ფინალშია, ნაკრები ქუთაისში დამარცხდა

18–წლამდელთა ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი „აკადემია“ ფინალშია. გია
კაზანჯიანის გუნდმა მეორე ნახევარფინალური მატჩი 110:58 მოუგო „სოხუმს“, სერიაში
2:0 იმარჯვა და საფინალო მეტოქის მოლოდინშია.

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა და სრულად აკადემიელთა
უპირატესობით ჩაიარა. პირველი მეოთხედი 5:21 მოიგო „აკადემიამ“, პირველი ტაიმის
შემდეგ კი უკვე 28 ქულით იგებდა. კაზანჯიანმა მთელ გუნდს მისცა თავის გამოჩენის
საშუალებმა, რომელთაგანაც ყველაზე მეტი – 50 ქულა ლევან ელიაძემ მიითვალა.

ელიაძეს შთაბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა. მან 29 სამქულიანიდან 11 ჩააგდო, 6–დან 5 ორიანი მიითვალა და 8–დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

მეორე ნახევარფინალურ სერიაში „ქუთაისმა“ პირველი მატჩი 79:70 მოუგო 16–წლამდელთა
ნაკრებს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და ემოციური იყო. ქუთაისელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული
უპირატესობა (40:27) მესამე მეოთხედში გაფლანგეს. ლევან ლოლოშვილის, ლერი
კვანტალიანის და ნიკა რამიშვილის აქტიურობით ნაკრებმა 24:19 მოიგო მესამე მეოთხედი
და ყველაფერი ბოლო ათწუთეულს უნდა გადაეწყვიტა და თამაშიც უშეღავათო გაჩაღდა.
ქუთაისელებმა რომლებსაც ავთო ლომინაშვილი და ნოდარ მესხი წინამძღოლობდნენ,
მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ 79:70 იმარჯვეს. მომდევნო მატჩი 1
მაისს თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება.