აკადემიამ 2002-წლიანთა ფესტივალიც მოიგო

აკადემიამ 2002-წლიანთა ფესტივალიც მოიგო

დასრულდა 2002 წლამდე დაბადებულთა მინისაკალათბურთო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ფედერაცი იყვნენ. 1 კვირის წინ დასრულებილ 2001-წლიანთა ფესტივალის მსგავსად, 2002-წლიანებიც „აკადემიამ“ მოიგო.
 

 
ალექსი ჯაფარიძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ბავშვებმა ფინალურ მატჩში „დინამო“ დაამარცხეს. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. მესამე და მეოთხე პერიოდები ფრედ დასრულდა და აკადემიელებმა იმ 2 ქულით გაიმარჯვეს, რა უპირატესობასაც დიდი შესვენებისთვის ფლობდნენ. მატჩის საბოლოო ანგარიშია 40:38.
 
ტურნირზე დაწესებული იყო სხვადასხვა პრიზები. თითოეული გუნდის (ტურნირში სულ 10 გუნდი ასპარეზობდა) 2-2 საუკეთესო მოთამაშეს გამომცემლობა „პალიტრა L”-ისგან წიგნები გადაეცათ. ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეს, 2004 წელს დაბადებულ გუგა ნაცვლიშვილს კომპანია „ბილაინისგან“ მობილური ტელეფონი ერგო. ფინალური მატჩის ორი საუკეთესო მოთამაშე – გაგა გაგა გოდერძიშვილი და ლუკა გელოვანი – მაღაზია „დიზელისგან“ ამ ფირმის აქსესუარებით დასაჩუქრდნენ.
 
გამარჯვებულ აკადემიელებს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა. ფესტივალისმესამე ადგილის მფლობელი ლაშა თოიძის გაწვრთნილი „ჰიუნდაი“ გახდა, რომელმაც ბრინჯაოსთვის მატჩში „აკადემია 2“ 32:28 დაამარცხა.
 

 

 
 
11 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ფინალი
დინამო – აკადემია          38:40
14:12, 8:12, 10:10, 6:6
დინამო: გონგაძე (11), გელოვანი (9)
აკადმეია: გოდერძიშვილი (16)
 
მე-3 ადგილისთვის
აკადემია 2 – ჰიუნდაი     28:32
3:8, 7:12, 11:8, 7:4
აკადემია 2: სეხნიაძე (12), ოჩხიკიძე (11)
ჰიუნდაი: გაჩეჩილაძე (7), ჭიჭინაძე (6)