აკადემიამ ფინალური საგზური მოიპოვა

აკადემიამ ფინალური საგზური მოიპოვა

16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ
მატჩს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს სოხუმისა და ,,აკადემიის
გუნდები დაუპირისპირდნენ.

ფინალური საგზური აკადემიამ მოიპოვა, რომელმაც მეტოქე დამატებით
დროში –  59:51 დაამარცხა.  

შეხვედრის საწყის ათწუთეულში მცირე უპირატესობა სოხუმელებმა
მოიპოვეს, თუმცა მეორე ნახევარში აკადემიაც ამოქმედდა და პირველი ტაიმი ფრედ –
19:19 დასრულდა.

დაძაბული გამოდგა შეხვედრის მესამე მეოთხედი, რომელიც
ქულა-ქულაში წავიდა და საბოლოოდ ,,ზღვისპირელთა’“ მინიმალური უპირატესობით 35:34 დასრულდა.
მატჩის მეოთხე მეოთხედში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა, დაძაბულობამ კი
პიკს ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მიაღწია  – ,,სოხუმის“ გუნდი მეტოქეს ერთი ქულით ასწრებდა
(49:48), რომდესაც სოხუმის მოთამაშე თეგა გეტია  ნიკა ცინცაძესთან დაჯარიმდა. ამ უკანასკნელმა 2 საჯარიმოდან
მხოლოდ ერთი გამოიყენა და თამაშიც ოვერტაიმში გადავიდა (49:49). დამატებით დრო აკადემიის
სრული უპირატესობით წარიმართა. აკადემიელებმა ბრწყინვალე დაცვა აჩვენეს, მეტოქეს ერთადერთი
ქულა ჩააგდებინეს და  შეხვედრა გამარჯვებით
დაასრულეს.

 ,,სოხუმს“
17 ქულა ლუკა ბულიავამ შესძინა, ხოლო აკადემიას ორმაგი დუბლით, 20 ქულითა და 10 მოხსნით
თავი ლევან მასხულიამ გამოიჩინა.  

 შეგახსენებთ,
რომ 16-წლამდელთა მეორე ფინალისტი ხვალ, 1 მაისს ქუთაისში 16:00 საათზე გამოვლინდება,
სადაც ერთმანეთს ,,ქუთაისი“ – ,,კარდინალი-ორბი 1“ დაუპირისპირდებიან.