აკადემიამ რუსთავი1 ქულით დაამარცხა

აკადემიამ რუსთავი1 ქულით დაამარცხა

16-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი მატჩი გაიმართა რუსთავში.
ადგილობრივმა რუსთავი 2-მა  აკადემიას უმასპინძლა
და მატჩი 1 ქულის სხვაობით, 57:58 დათმო.

შეხვედრის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა,
რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ხოლო დიდ შესვენებაზე აკადემიელები
წინ მინიმალური სხვაობით, 22:21გავიდნენ. მესამე მეოთხედში რუსთავი გააქტიურდა და სოლიდური
ანგარიშით დაწინაურდა 42:28,  თუმცა გადამწყვეტიდასვნითი
პერიოდი აღმოჩნდა, სადაც აკადემიელებმა  იძალეს
და დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს. მასპინძელთა რიგებში 12 ქულით გიორგი ქავთარაძე
გამოირჩა, ხოლო აკადემიას 18 ქულით თემურ პეტრიაშვილმა ულიდერა.