“აკადემიას” ერევანში პირველობა ბოლო წამზე დაათმობინეს

ქართული გუნდებისთვის წარუმატებლად დასრულდა სომხეთის საერთაშორისო ტურნირი. დღს გამართულ ბოლო ტურში გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 15–წლამდელთა ნაკრებმა ერევნის „დინამოსთან“ დრამატულ ბრძოლაში 62:63 წააგო, ხოლო ირაკლი ტომარაძის „აკადემიამ“ „შირაქთან“ შეხვედრა 56:59 დათმო.
 
„დასანანი მატჩი წავაგეთ, თუმცა ამაში მსაჯებმაც ითამაშეს გარკვეული როლი – გვითხრა გია კაზანჯიანმა, რომელსაც სომხეთში შევეხმიანეთ – თამაშის დასრულებამდე 12 წამით ადრე, როცა ანგარიში 62:62 იყო, შეტევა ჩვენ წამოვიწყეთ. გადამწყვეტი სროლა ავაცილეთ და რომ გვეგონა დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო, მსაჯმა დაგვაჯარიმა. ვითომდა ასხლეტილი ბურთისთვის ბრძოლაში წესები დავარღვიეთ. ეს საფინალო სირენამდე 0,5 წამით ადრე მოხდა. მასპინძლებმა 1 საჯარომოს ჩაგდება მოახერხეს და 63:62 მოიგეს. ამ მომენტამდეც აშკარა იყო მსაჯებისგან მასპინძლებისადმი სიმპათია. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, თუმცა მინდა აღვბნიშნო, რომ ეს ტურნირი საკმაოდ სასარგებლო იყო ჩვენთვის. „აკადემიამაც“ დიდი გამოცდილება მიიღო და ჩვენმა გუნდმაც, რომლის წევრებიც დანარჩენებზე 2–3 წლით უმცროსები იყვნენ.“
 
ქართული გუნდები საქართველოში უკვე გამოემგზავრნენ და თბილისში გვიან ღამით დაბრუნდებიან.
 
საბოლოო ცხრილი
 
დინამო (ერევანი)                4          3          1          7
საქართველო U-15               4          3          1          7
აკადემია                               4          2          2          6
შირაქი                                   4          1          3          5
არტექსი                                 4          1          3          5