ახალგაზრდული ნაკრების პრეზენტაცია

კაფე “მსოფლიო სპორტში” საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პრეზენტაცია შედგა.როგორც იცით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ივლისიდან ჩაერთვება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან ლატვიის (06.07 – 16:00 სთ.), იტალიისა (07.07 – 23:00 სთ.) და ბულგარეთის (08.07 – 18:15 სთ.) გუნდები.
ტურნირისთვის მზადებას დავით უსტიაშვილისა (მთავარი მწვრთნელი) და გელა წულაძის (ასისტენტი) გუნდი თბილისში, საქართველოს კალათბურთის აკადემიის დარბაზში შეუდგა, რის შემდეგაც თბილისშივე ირანელ თანატოლებთან ორი ტესტ-მატჩი ჩაატარა და ორივე თავის სასარგებლოდ დაასრულა. ჩვენი ნაკრები ამის მერე უკრაინაში გაემგზავრა, სადაც უკრაინის ახალგაზრდულ გუნდთან სამი მატჩი გამართა. სამივე შეხვედრის წაგების მიუხედავად, ნაკრებმა ეს ტურნე შეთამაშებისთვისა და სათამაშო რგოლების უკეთ დაბალანსებისთვის გამოიყენა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:

1. რეზო დიდია (კაპიტანი)2. გიორგი შერმადინი3. რიჩარდ მათიაშვილი4. ირაკლი ჯგერენაია5. ლაშა ფარღალავა6. ლევან ცეკვავა7. მიხეილ ჭოჭუა8. ლექსო ლაფანაშვილი9. მიხეილ ბერიშვილი10. ბექა წივწივაძე11. გიორგი გაფრინდაშვილი12. ირაკლი გულისაბედაშვილი (ტრავმირებული დიმიტრი ფაცაცია შეცვალა)