ახალი ევროფორმატი: 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე 8 ადგილი დაკავებულია

ახალი ევროფორმატი: 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე 8 ადგილი დაკავებულია

გაირკვა მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის გათამაშების ფორმატი. სლოვენიაში 2013 წლის 4–22 სექტემბერს გასამართ კონტინენტის პირველობაზე კვლავ 24 გუნდი იასპარეზებს, საიდანაც 8 ადგილი უკვე დაკავებულია.
 
გუშინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 6 გუნდი: ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, მაკედონია, ლიტვა და საბერძნეთი. ამათ დაემატებიან მომავალი ევრობასკეტის მასპინძელი სლოვენია და ოლიმპიადის მასპინძელი დიდი ბრიტანეთი. დარჩენილი 16 ადგილისთვის კი ევროპის სხვადასხვა ნაკრებები იბრძოლებენ.
 
ჯერ უცნობია, რამდენი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას შესარჩევ ტურნირში, თუმცა ის უკვე ცხადია, რომ აღარ იარსებებს A და B დივიზიონები. მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება.
 
 

მომავალი ევრობასკეტის ელჩი რაშო ნესტეროვიჩი და
 ფიბა–ევროპის გენმდივანი ნარ ზანოლინი