ახალი რუბრიკა: კალათბურთი პირველია!

ახალი რუბრიკა:  კალათბურთი  პირველია!

 სუპერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი  www.superleague.ge  გთავზობთ ახალ რუბრიკას N1, სადაც კალათბურთის შესახებ ისაუბრებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

კალათბურთის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და საინტერესოა რას ფიქრობენ და როგორ გულშემატკივრობენ სპორტის ამ სახეობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
 N1 ის პირველი მონაწილეები არიან ცნობილი პროექტის ,,ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტები მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა.  პროექტის ერთ-ერთმა ფავორიტმა წყვილმა კალათბურთის შესახებ რეპეტიიის დროს ისაუბრა. გიორგიმ და სალომემ მორიგი ტურისთვის მოსამაზადებელი ეტაპი მცირე ხნით კალათბურთის თამაშით ჩაანაცვლეს.
 ს პ ო რ ტ ი
გიორგი:  ზოგადად სპორტი ძალიან  მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მე პირადად სპორტის სხვადასხვა სახეობებს ბავშვობიდან ვგულშემატივრობ და ვცდილობ აქტიური და სპორტული ცხოვრება მქონდეს.
სალომე:  გარდა იმისა,  რომ ჩემი პროფესია პირდაპირ კავშირშია სპორტთან, ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი ცხოვრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. ძალიან მიყვარს სპორტი და  ვცდილობ შეძლებისდაგვარად თვალი მივადევნო სხვადასხვა სპორტულ სახობებს.
კ ა ლ ა თ ბ უ რ თ ი
გიორგი:  
ბავშვობაში აქტიურად ვიყავი ქუჩის კალათბურთით გატაცებული. მოყვარულის დონეზე, როგორც მეგობრები აღნიშნავდნენ, კარგად ვთამაშობდი. მახსოვს, როგორ ვაწყობდით  ,,ჩემპიონატებს“ უბნებს შორის და ვცდილობდით გამორჩეულნი ვყოფილიყავით სხვადასხვა საინტერესო ილეთებით J კალათბურთი სპორტის  ძალიან მაგარი სახეობაა, რომელსაც დღესაც სიამოვნებით ვითამაშებდი.
სალომე:  ბავშვობაში მეც ვთამაშობდი კალათბურთს. ვფიქრობ, ძალიან სანახაობრივი და საინტერესო თამაშია. წესებში ძალიან კარგად ვერ ვერკვევი, თუმცა  სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  ე რ ო ვ ნ უ ლ ი    ნ ა კ რ ე ბ ი
გიორგი:  მეამაყება ჩვენი ნაკრების წარმატებები და მიხარია, რომ მომავალ წელს ჩვენი ბიჭები  ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრები ბოლომდე  იბრძოლებს  და გულშემატკივარს გაგვახარებს. ძალიან ძლიერი კალათბურთელები გვყავს, რომელთაგანაც გამოვარჩევდი გუნდის კაპიტანს ზაზა ფაჩულიას, რომელიც ნბა-ს მოთამაშეა.
სალომე:  ძლიერი კალათბურთელები გვყავს და  ვიმედოვნებ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს.
ს უ პ ე რ ლ ი გ ა
გიორგი:  სუპერლიგას შეძლებისაგვარად ვუყურებ. კონკრეტულ გუნდს არ ვგულშემატკივრობ, თუმცა ვიცი რომ ძლიერი გუნდები ასპარეზობენ , მაგალითად ,,ქუთაისი.“  ვიცი, რომ სუპერლიგას ბევრი გულშემატკივრობს და  არის მაგარი ჩემპიონატი.
სალომე:  მოხარული ვართ რომ N 1-ის პირველი მონაწილეები ვართ. წარმატებებს ვუსურვებ სუპერლიგას!

გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ე ბ ი
გიორგი:  ძალიან მაგარი საყურებელია კალათბურთი, თავისი კომბინაციებით, რომელსაც ქორეოგრაფიას მივამსგავსებდი. კალათბურთი ძალიან აზრიანი და ინტელექტუალური სპორტის სახეობაა. მიყვარს ნბა და  არ დამავიწყება  ბავშვობაში ნანახი ყველა ვარსკვლავის მატჩი, სადაც  მაიკლ ჯორდანმა სასწაულები აკეთა. მომწონს ლეიკერსის გუნდი და რა თქმა  უნდა კობი ბრაინტი. ზოგადად ვარ აზარტული და ემოციური გულშემატკივარი.
სალომე:  მე ნაკლებად აზარტული მაყურებელი ვარ, თუმცა ძალიან მომწონს და გამოვარჩევდი კალათბურთში ეფექტურ ჩატენვებს.  მომწონს სხვადასხვა ,,ტრიუკები“ რომლებსაც კალათბურთელები ასრულებენ.
პ რ ო ე ქ ტ ი    ,,ც ე კ ვ ა ვ ე ნ  ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ე ბ ი“
გიორგი:  ფინალი ახლოვდება და მაქსიმალურად ვცდილობთ მაყურებელს უკეთესი ცეკვა შევთავაზოთ. გულშემატკივრებს მაგარ ცეკვებს ვპირდებით.
სალომე:  გვინდა რომ ჩვენი ყველა ცეკვა გამორჩეული იყოს. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!