ბერლინის ალბას ვიცე-პრეზიდენტი ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

ბერლინის ალბას ვიცე-პრეზიდენტი ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოში სტუმრად იმყოფება ბერლინის “ალბას” ვიცე-პრეზიდენტი, გერმანული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი და ამ ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევის – ევროპის ჩემპიონობის თანამონაწილე, ჰენინგ ჰარნიში. გერმანული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი 28 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმყოფებოდა და დაესწრო ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალის მატჩებს.

საქართველო – ცმოკი-მინსკის მატჩის შემდეგ ჰენინგ ჰარნიში ოლიმპიურ სასახლეში მდებარე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტში ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა. გერმანელი საკალათბურთო მოხელე პატარა ქვეყნებში იმ მიზნით მოგზაურობს, რომ ადგილზე ნახოს, თუ რა არის მათი  წარმატების მიზეზი, გაეცნოს ამ ქვეყნების საკალათბურთო მეურნეობას და ითანამშრომლოს მათთან. 

ჰენინგ ჰარნიშს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, გამგეობის წევრი ვლადიმერ ბოისა და  ზვიად კოტრიკაძე შეხვდნენ. მხარეებმა არაერთ საინტერესო საკალათბურთო პროექტზე და მომავალში თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.