ალექსანდრ კრასნენკოვი: რუსეთს ლიტვაში ლონდონი უნდა

ალექსანდრ კრასნენკოვი: რუსეთს ლიტვაში ლონდონი უნდა

რუსული კალათბურთის მმართველმა – კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ კრასნენკოვმა მისი ქვეყნის ნაკრების საევროჩემპიონატო მიზნებზე ისაუბრა. რუსები საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში არიან და მათი თავკაცის აზრიც საინტერესო უნდა იყოს. აი, რა განაცხადა კრასნენკოვმა:
 
„თუკი რუსეთის ქალთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნევა, კაცებში კონკურენცია ძალიან მაღალია. ჩვენ ხომ ვგეგმავთ მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მოგებას, სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე წარმატებას… ნებისმიერ სფეროში, თუკი გინდა რომ რამე სერიოზულ წარმატებას მიაღწიო, მაქსიმუმისთვის უნდა იბრძოლო. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე ჩვენი ძირითადი მიზანი ლონდონიოს ოლიმპიადის საგზურის მოპოვებაა“.
 
შეგახსენებთ, რომ ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატიდან პირდაპირ ლონდონის ოლიმპიადის საგზურს ფინალში გასული (2 საუკეთესო) გუნდი მოიპოვებს, ხოლო 3–6 ადგილებზე გასულ ნაკრებებს დამატებით საოლიმპიადო შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის უფლება მიეცემათ. ამ ტურნირში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტების ჩემპიონატებიდან გამოსული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას – სულ 12 ასეთი ნაკრები ოლიმპიადის დარჩენილ 3 საგზურს გაითამაშებს.