ალექსანდრე ფევაძის დებიუტი ესპანურ გრან კანარიაში

ალექსანდრე ფევაძის დებიუტი ესპანურ გრან კანარიაში

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ალექსანდრე ფევაძემ ახალ კლუბ „გრან კანარია 2-ში“ პირველი მატჩი გამართა.  კანარელები რიგით მესამე ლიგაში (ლებ სილვერ)„ალგინეტს“ ესტუმრნენ და 60:64 დათმეს.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, 34 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფევაძემ 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მეტოქეების მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მოედანი 5 პერსონალური ფოლის გამო დატოვა.

16 ოქტომბერს „გრან კანარია 2“ „კარტახენას“ უმასპინძლებს.