ანდორაში მოგებულ მატჩში შენგელიამ “ბასკონიას” 20 ქულა მიაშველა

ანდორაში მოგებულ მატჩში შენგელიამ “ბასკონიას” 20 ქულა მიაშველა

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით “ბასკონიამ” “ანდორა” 97:94 დაამარცხა. მოგეხსენებათ “ანდორაში” ბექა ბურჯანაძე ირიცხება, მაგრამ მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო სარეაბილიტაციო პერიოდი უდგას და ვერ თამაშობს. 

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანდორელები უმეტესად იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა ჩააგდო და მატჩის ბედი ბასკონიელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ქართელი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22:27 წუთი გაატარა. შენგელიას ანგარიშზე ჯამში 20 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიამ” 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში “ბარსელონასთან” და “გრან კანარიასთან” ერთად, მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს, “ანდორა” კი 5 გამარჯვებით მეათეა. ენგელიას გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩი უკვე გაისად, 3 იანვარს, შინ, მადრიდის “რეალთან” ელის, ანდორელები კი 23 დეკემბერს, “ბილბაო ბასკეტს” უმასპინძლებენ.