ანდრეი კირილენკო რუსეთის ნაკრებს დაგეგმილზე ადრე შეუერთდება

ანდრეი კირილენკო რუსეთის ნაკრებს დაგეგმილზე ადრე შეუერთდება

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ–ერთი მეტოქის, რუსეთის ლიდერი ანდრეი კირილენკო ნაკრებს 20 ივლისიდან შუერთდება. კირილენკოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ეროვნული გუნდის 1 აგვისტოდან შეერთებოდა, თუმცა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ კრასნინკოვმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა „იუტა ჯაზის“ ფორვარდს ნაკრების შეკრებაზე 20 ივლის გამოცხადება მოსთხოვეს.
 

„ველაპარაკე როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, ასევე ეროვნული ნაკრების მწვრთნელს – განუცხადა „სოვეტსკი სპორტს“ ანდრეი კირილენკომ – ჩვენს შორის იმდენად დიდი ნდობაა, რომ არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ გაგვიფორმებია. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გადაწყვეტილი მქონდა, 1 აგვისტომდე დამესვენა, მე სიტყვიერად შევუთანხმდი პრეზიდენტს და მწვრთნელს, რომ რუსეთის ნაკრებს 20 ივლისიდან, სლოვენიურ შეკრებაზე შევუერთდები. ნაკრებში სათამაშოდ ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვარ“.
 
 
 
რუსულ გაზეთთან ანდრეი კირილენკომ მთავარ მწვრთნელზეც გააკეთა კომენტარი: „გამეხარდა, როცა გავიგე, რომ დევიდ ბლატი რუსეთის ნაკრების მწვრთნელად დარჩა. ის ჩემთვის ყოველთვის იყო კარგი მწვრთნელის მაგალითი და რაც მთავარია, ნაკრებში ახალი ფორმაციის შემომტანი. ის ახერხებს, რომ ერთდროულად დესპოტიც იყოს და დიპლომატიც. საკმაოდ მკაცრია ვარჯიშებისას და განსაკუთრებით, ოფიციალური თამაშებისას. თუკი მწვრთნელს მაღალი ავტორიტეტი არ გააჩნია, მისი მუშაობა ნაყოფს ვერ გამოიღებს. ადრე თუ გვიან, მოთამაშე ხმას აიმაღლებს მისი მისამართით და ეტყვის მწვრთნელს: „ჰეი, მეგობარო, შენ შეგიძლია გვიყვირო, მაგრამ იცოდე, რომ ნაკრებში ჩვენ სათამაშოდ მოვედით და არა პელმენების საცხობად“.