რუსეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ანდრეი კირილენკომ 30 წლის ასაკში პირველი სვირინგი გაიკეთა. „იუტა ჯაზის“ ფორვარდმა ამდენ ხანს ითმინა, ითმინა და ისეთი ტატუ გაიკეთა, ბევრი ამერიკელი და არა მარტო ოკეანგაღმელი აალაპარაკა.
ანდრეი კირილენკოს მოსვირინგებული ზურგი
კირილენკომ მთელს ზურგზე უშველებელი ბევგმირი გამოისახა, რომელსაც ხელში ხმალი უჭირავს. ესაა ცნობილი კომპიუტერული თამაშის: „world of warcraft“–ის მე–80 ეტაპის ერთ–ერთი გმირი „პალადინი“. ამერიკელი ჟურნალისტები სერიოზული ტონით კითხულობენ, ხომ არ შეაშინებთ რუსი ფორვარდის მცირეწლოვან შვილებს მამიკოს შეუხედავი ტატუ. კირილენკო ზრდასრული ადამიანია, მისი საქმეა, რას დაიხატავს და სად, თუმცა საკითხავია, როგორ აღიქვამენ ამას მისი შვილები – ვკითხულობთ ვებ–გვერდზე www.cbssports.com. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ანდრეის რუსული მედიიდანაც შეეხმიანნენ, რაზეც კალათბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „თუკი მინდა, რომ გავიკეთო სვირინგი, მე მას ვიკეთებ. არ ვიცი, თუ რატომ გამოიწვია ამ ფაქტმა ასეთი რეზონანსი. ნბა–ს მოთამაშეთა 99 პროცენტი ხომ ტატუს ატარებს“.
კირილენკო ამ ტატუს 12 საათის განმავლობაში იკეთებდა. ამდენი მოთმინება რუს ფორვარდს საბოლოოდ იმად დაუჯდა, რომ მისი სვირინგი ნბა–ს მოთამაშეთა უცუდეს ტატუთა შორის მოხვდა. ვებ–გვერდმა http://bleacherreport.com გამოაქვეყნა ნბა–ს მოთამაშეთა შეუხედავი სვირინგების ათეული, რომელთა შორისაც კირილენკოს „პალადინი“ მეორე ადგილზეა. ანუ ანდრეის სვირინგზე ცუდი ნბა–ში მხოლოდ ერთია: დენვერელი კრის ანდერსენი თავისი აჭრელებული სხეულით ნბა–ს ყველაზე უგემოვნო მოსვირინგედაა აღიარებული.
შავ სიაში მოხვდნენ საკმაოდ ცნობილი მოთამაშეები: დერონ უილიამსი, კარლოს ბუზერი, დერიკ როუზი, კენიონ მარტინი, სტივ მარბერი, დეშონ სტივენსონი და სხვანი. რამდენიმეს სვირინგს ქვემოთ გთავაზობთ.
კრის ანდერსენი
]
კარლოს ბუზერი
დერონ უილიამსი
სტივ მარბერი
დეშონ სტივენსონის ზურგი
დეშონ სტივენსონი