ანდრონიკაშვილის 6 ქულა და დასანანი მარცხი ლიდერთან

ანდრონიკაშვილის 6 ქულა და დასანანი მარცხი ლიდერთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების 17 წლის გამთამაშებელი, რატი ანდონიკაშვილი კარიერას ესპანურ “მირაფლორესში” აგრძელებს. ეს გუნდი ესპანეთის რანგით მე-4, EBA ლიგაში ასპარეზობს. ეს ლიგა თავის მხრივ სიძლიერის მიხედვით რამდენიმე დივიზიონადაა დაყოფილი და ანდრონიკაშვილის გუნდი რანგით პირევ – A-A დივიზიონში ასპარეზობს.

ანდრონიკაშვილი “მირაფლორესში” ესპანეთის უმაღლესლიგელი “ბურგოსიდანაა” განათხოვრებული. რატი ბურგოსელთა საკუთრებაა და ის ამ გუნდში “ბასკონიიდან” გადავიდა. გასულ ტურში “მირაფლორესმა” ლიგის  ლიდერ “ეასოსთან” დასანანი მარცხი განიცადა – 79:80.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:06 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
რატიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მირაფლორესს” 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 იანვარს, სტუმრად, “ვალე დე ეგუესთან” გამართავს.