რატი ანდრონიკაშვილის პირველი შედეგიანი მატჩი ესპანეთში. რანგით მე-2 ლიგაში, რომელსაც Primera FEB ეწოდება, ქართველმა უკანახაზელმა მე-4 მატჩი გამართა. შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილმა მონბურ ობრადოიროსთან კონტრაქტი სანაკრებო მატჩების შემდეგ, ნოემბრის ბოლოს გააფორმა და გუნდში უკვე მე-4 მატჩი გამართა. მე-13 ტურის მატჩი მონბუსმა 21 დეკემბერს, სახელგამოცვლილა ჩაატარა. ობრადოიროს ნაცვლად გუნდს მონბუს ვორკშოპი ეწოდა, რაც სპონსორის ცვლილებითაა გამოწვეული.
რაც შეეხება მატჩს, მონბუს ვორკშოპი სტუმრად ეთამაშა კასტელოს და ბოლო წუთებზე – 68:73 დამარცხდა. ანდრონიკაშვილმა მოედანზე 12:51 წუთი გაატარა და 9 ქულა და 1 პასი მიითვალა. რატიმ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, დაკარგვა და პერსონალური ფოლი კი არ ჰქონია.
მონბუსს ბოლო 4 მატჩში, რაც ანდროიკაშვილმა გუნდში თამაში დაიწყო, 3 მარცხი მოუგროვდა, საერთო ჯამში კი, 7 მოგება და 6 წაგება აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. სადებიუტო შეხვედრაში რატიმ 2 ქულა ჩააგდო, შემდეგ მატჩი – 3, ხოლო წინა, რიგით მესამე თამაშში მხოლოდ 6 წუთი, უქულოდ ითამაშა.
რატის კლუბს მომდევნო მატჩი 23 დეკემბერს ელის, როდესაც კვლავ სტუმრად რეალ ვალიადოლიდს ეთამაშება.