ანდრონიკაშვილის “მიროფლორესი” “გოიერისთან” დამარცხდა

ანდრონიკაშვილის “მიროფლორესი” “გოიერისთან” დამარცხდა

წარუმატებელი დღე ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსს”, რომელიც ესპანეთის რანგით მე-4 EBA ლიგის A-A ჯგუფში ასპარეზობს. ქართველი უკანახაზელის გუნდი სტუმრად “გოიერისთან” 88:96 დამარცხდა.

18 წლის ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. რატიმ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“მირაფლორესი” 12 მოგებითა და 10 მარცხით მე-7 პოზიციაზეა, 30 მარტს კი, შინაურ კედლებში ერთპიროვნულ ლიდერ “არდოის” უმასპინძლებს.