ანდრონიკაშვილის პირადი რეკორდი მურსიაში – 9 ქულა 15 წუთში უნიკახასთან

ანდრონიკაშვილის პირადი რეკორდი მურსიაში – 9 ქულა 15 წუთში უნიკახასთან

22 წლის რატო ანდრონიკაშვილმა ესპანურ მურსიაში პირადი რეკორდი დაამყარა. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიის პირველ მატჩში მურსია სტუმრად უნიკახას შეხვდა და 67:83 დამარცხდა, ანდრონიკაშვილმა კი 9 ქულა მიითვალა, რაც მისთვის მურსიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

ანდრონიკაშვილმა  მოედანზე მთლიანობაში 14:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 3 მოხსნას, 2 პასსა და ერთ ჩაჭრას მოუყარა თავი. რატიმ 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგო. თად მაკფადენმა 21:57 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი დააგროვა. მაკფადენმა ერთი ორქულიანი ააცილა, 7-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 12 აპრილს გაიმართება. ანდრონიკაშვილი-მაკფადენის გუნდს მოგება სჭირდება, რათა სერიაში ანგარიში გაათანაბროს.