აქცია სასტუმრო “რედისონთან”: “უქომაგე საქართველოს ნაკრებს ბორჯომთან ერთად”

აქცია სასტუმრო “რედისონთან”: “უქომაგე საქართველოს ნაკრებს ბორჯომთან ერთად”

რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნულ ინაკრების ოფიციალური პარტნიორის, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” აქცია გაიმართა, რომელშიც ნაკრების კალათბურთელები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორები კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოდან” და ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” იყვნენ.
 
აქციის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელების ღირსეული გაცილება ევროპის ჩემპიონატზე. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან ერთად შეიკრიბნენ რიგითი მოქალაქეები, ყველა ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მხარი დაეჭირა. მოეწყო იმპროვიზებული საკალათბურთო მოედანი, სადაც ფარებად შემაღლებულზე შემდგარი ადამიანები იყვნენ, რომელთა რკალად შეკრულ ხელებში ბურთს აგდებდნენ. გაიმართა სახალისო თამაში საქართველოს ნაკრების წევრთა მონაწილეობით.
 
აქციის სლოგანი იყო: „უქომაგე საქართველოს ნაკრებს ბორჯომთან ერთად“. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პარტნიორი მინერალური წყალი „ბორჯომია“. მემორანდუმი საქართველოს  კალათბურთის ფედერაციასა და კომპანია  „IDS ბორჯომი საქართველოს“ შორის 2011 წლის 29 ივნისს გაფორმდა.