არისმა ევროლიგაზე გამოსვლა მოგებით დაასრულა

ევროლიგის მეორე ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ვლადიმერ ბოისამ და მისმა “არისმა” საკუთარ მოედანზე “ლიეტუვოს რიტასი” 83:74 დაამარცხეს და 6 შეხვედრაში 2 გამარჯვებით დაასრულეს ასპარეზობა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდის ანგარიშზე 20 წუთში (ბოისა სასტარტოში იყო) 3 ქულა, 1 მოხსმა და 1 პერსონალური შენიშვნა იყო. მასზე ერთხელ დაჯარიმდნენ. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი “არისის” ლიდერი ჯერემია მასეი აღმოჩნდა, რომელმაც მატჩი 28 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ევროლიგის მეორე ეტაპის საბოლოო მდგომარეობას აქ იხილავთ.