არმია ჩემპიონია!

არმია ჩემპიონია!

საჩემპიონო თასი
არმიისა.  ფინალური სერიის რიგით მეოთხე მატჩში
არმიელებმა იმარჯვეს, სერია 3:1 მოიგეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. აღსანიშნავია,
რომ საკალათბურთო კლუბი ,,არმია” წელს პირველად ჩაერთო ეროვნულ ჩემპიონატში და პირველივე
წელს გაჩემპიონდა. 

 შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციური გამოდგა,
მაყურებელმა ძალიან  ლამაზი სანახაობა იხილა
თბილისის სპორტის სასახლეში. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი უაღრესად დაძაბული აღმოჩნდა:
თამაში ქულა-ქულაში წავიდა, პირველი ტაიმი თსუ-ს ერთქულიანი უპირატესობით დასრულდა
– 28:27, ამის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, შეხვედრის ბედი კი მატჩის ბოლო
წუთებზე გადაწყდა – ,,არმიამ” თსუ 4 ქულის სხვაობით – 65:61 დაამარცხა და ჩემპიონის
თასი აღმართა. სუპერლიგის ჩემპიონის თასი ,,არმიის” გუნდის კაპიტანს, კოტე ტუღუშს კალათბურთის
ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გადასცა.

  თსუ-ს შემადგენლობაში 18 ქულით მიხეილ ბერიშვილი
გამოირჩა, ხოლო ჩემპიონებს 16 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალა
ზვიად ბაბიაშვილმა – 13 ქულა და 12 მოხსნა.