“არმია” ევროჩელენჯის გათამაშებას ჰოლანდიაში გამოეთიშა

“არმია” ევროჩელენჯის გათამაშებას ჰოლანდიაში გამოეთიშა

თავდაცვის სამინისტროს გუნდი “არმია” ევროსარბიელზე ასპარეზობას გამოეთიშა. კოტე ტუღუშის გუნდი, რომელიც მდევარ “ლეიდენს” 2 კვირის წინ 2 მოგებით უსწრებდა, სწორედ ჰოლანდიურ გუნდთან დათმო მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური. არმიელებს ჰოლანდიაში 2 ქულით წაგებაც აძლევდათ ხელს, თუმცა 17-ით წააგეს და ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდნენ.
 
“ლეიდენმა” და “არმიამ” თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით ჯგუფიდან გამსვლელი მეორე ადგილი ჰოლანდიურ გუნდს ერგო. შეგახსენებთ, რომ არმიელებმა “ლეიდენი” თბილისში 74:71 დაამარცხეს, თუმც წუხელ 59:76 წააგეს და ევროჩელენჯში გამოსვლა დაასრულეს.
 

 
ევროჩელენჯი. B ჯგუფი. მე-6 ტური. ლეიდენი. 13 დეკემბერი 
ლეიდენი 76:59 არმია
27:9, 11:15, 16:16, 22:19
ლეიდენი: სლაგტერი (33 წ. 6 ქ. 7 მ. 8 პ.), ჯეკსონი (32 წ. 11 ქ. 3 მ. 5 პ. 4 ჩ.), დე იონგი (21 წ. 14 ქ. 5 მ.), კენედი (9 წ.), სასი (10 წ. 6 ქ.), ბოქსლი (33 წ. 17 ქ. 10 მ.), ხერაზი (15 წ. 4 ქ. 4 მ.), ჰილიმანი (27 წ. 16 ქ. 9 მ.), კანინგემი (11 წ. 2 ქ.), შეპერდი (10 წ.).
.                                      
არმია: რიჩარდსონი (38 წ. 17 ქ. 3 პ.), ბოისა (24 წ. 4 ქ.), ტომასი (38 წ. 11 ქ. 12 მ. 4 ჩ.), ჰოუკინსი (20 წ. 7 ქ.), შელბომი (21 წ. 4 ქ. 4 მ.), ვუდსაიდი (33 წ. 16 ქ. 7 მ. 4 პ. 3 ჩ.), საყვარელიძე (18 წ. 3 მ.), ფრეიე (6 წ.).
 
საბოლოო მდგომარეობა
1. ბეშიქთაში            6    0    543:437    12
2. ლეიდენი            3    3    434:437    9
3. არმია                3    3    441:464    9   
4. გიოტინგენი           0    6    432:512    6