არმია კვლავ წაუგებელია, ბათუმი – მოუგებელი

არმია კვლავ წაუგებელია, ბათუმი – მოუგებელი

გუშინ რუსთავში დაწყებული საკალათბურთო სუპერლიგის მე-9
ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ,,არმიამ”
,,ბათუმს” უმასპინძლა და მეტოქე  დიდი ანგარიშით,
102:68  დაამარცხა.

არმიელებმა პირველი ათწუთეული  33:8  მოიგეს,  პირველი ტაიამი კი  – 52:28. მესამე პერიოდის მე-4  წუთზე 30 ქულით გავიდნენ წინ – 61:31, ხოლო პერიოდის
დასასრულს 80:45 დაფიქსირდა.  ,,არმიამ” ყველა
კომპონენტში  აჯობა ,,ზღვისპირელებს” და  სუპერლიგის მიმდინარე  სეზონში მეტოქეს რიგით მე-8 მარცხი აწვნია. აღსანიშნავია,
რომ სუპერლიგის გათამაშებაში პირველად მატჩი ჩაატარა არმიელთა ახალმა ლეგიონერმა ბენჟამინ
ვუდსაიდმა, რომელიც საკუთარი გუნდის  რიგებში
19 ქულით საუკეთესო იყო.  ,,ბათუმის” შემადგენლობაში
კი გამოირჩა დიმიტრი ჩორგოლაშვილი, რომლის ანგარიშზეა 21 ქულაა.

  შეგახსენებთ,
რომ სუპერლიგის რიგით მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში
ამ წუთებში იწყება, ერთმანეთს სამედიცინოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდები
დაუპირისპირდებიან.