არმია ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა  სუპერლიგის ნახვერფაინლური სერიის პირველი მატჩი ,,არმიასა” და ,,სოხუმს” შორის,

 სადაც არმიის  გუნდმა 79:63 დაამარცხა მეტოქე და სერიაში 1:0 დაწინაურდა. შეხვედრის საწყისი წუთები გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა და მეოთხედი ფრედ 15:15 დასრულდა. დაძაბულად დაიწყო მეორე პერიოდიც, სადაც თამაში ქულა-ქულაში წარიმართა, თუმცა აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 4:41 წუთით ადრე არმიელებმა 8 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თავიაანთ სასარგებლოდ 30:22 დააფიქსირეს. მიუხედავად ამისა, სოხუმის გუნდმა მეოთხედის მიწურულს სხვაობა  4-ქულამდე შემაცირა და დიდ შესვენებაზე 31:25 ჩამორჩენით გავიდა. საინტერესოდ დაიწყო მესამე მეოთხედი, რომლის შუაწელში გუნდებს შორის ანგარიშში კვლავ 4-ქულინი სხვაობა დაფიქსირდა ,,არმიის” სასარგებლოდ – 45:41. მესამე პერიოდოს დასასრულს  არმიელებმა 11-ქულიან უპირატესობას უწიეს 54:43, რომელიც მესამე მეოთხედის ბოლომდე შეინარჩუნეს  – 56:45. 

მეოთხე მეოთხედის საწყის წუთებში სოხუმის გუნდი კვლავ მდევრის როლში იმყოფებოდა, თუმცა ათწუთეულის მე-3  წუთზე ,,არმია”13 ქულით გავიდა წინ (60:47), , ხოლო შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:13 წუთით ადრე 73:59 დააფიქსირსადა მეტოქე საბოლოოდ გატეხა. 

,,არმიას” 30 ქულით უილიამ ტომასმა ულიდერა, ხოლო იოაკიმ შელბომს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 10 ქულა და 9 მოხსნა. ,,სოხუმის” მხრიდან კი 15 ქულითა და 9 მოხსნით თავი სტეფან მილოშევიჩმა გამოიჩინა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენატრები გაკეთდა:

კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): ჩვენ მხოლოდ პირველი შეხვედრა მოვიგეთ და წინ ურთულესი მატჩები გველოდება. თამაშმა აჩვენა რომ ,,სოხუმი” ძალინ კარგი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული და ბევრი რამ გამოსასწორებელი და შესაცვლელი გვაქვს.  ვეცდებით დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება ხვალამდე მოვასწროთ. ჩვენი ძირითადი ყურადღება იყო დაცვაზე იყო გამახვილებული, სადაც ქართველებმა საკმაოდ პროდუქტიულად იასპარეზს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბუბა  კვიმსაძეს, რომელმაც კარგად იშრომა და დიდი დახმარება გაუწია გუნდს. რაც შეეხება შეტევას, ჩვენ გუნდურ კალათბურთს ვთამაშობთ და არ ვართ ერთ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეზე ორიენტირებულნი. შედეგის მიღწევას დაცვის ხარჯზე  ვცდილობთ. დღეს მხოლოდ 63 ქულა ჩავაგდებინეთ ძლიერ მეტოქეს, რითაც  საკმაოდ კმაყოფილი ვარ. 

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი). მოსალოდნელი იყო ასეთი დაძაბული შეხვედრა და ველოდი კიდეც მძიმე და საინტერესო თამაშს.  გულშემატკივარს ვპირდები, რომ ხვალ გაცილებით უკეთესი  და სანახაობრივი თამაში იქნება და ანგარიშშიც სხვაობაც ბევრად დაიკლებს. დიდი მადლობა მაყურებელს,რომელიც ასეთ ლამაზ სანახაობას დაესწრო. 

ანატოლი ბოისა: სოხუმის გუნდმა აშკარა პროგრესი განიცადა და ძალინ კარგი ლეგიონერები დაიმატა, მაგრამ დაცვაში და შეტევაში ჩვენს ბევრად დამაჯერებლად გამოვიყურებოფით და თავისთავად ჩვენი უპირატესობით დასრულდა ეს თამაში.

 სტეფან მილოშევიჩი: პირველ რიგში მივულოცავ ,,არმიას” ამ გამარჯვებას,. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ნახევარში დაცვაში გარკვეული შეცდომები დავუშვით. იმედია, მეორე მატჩისთვის გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომებს და მომდევნო შეხვედრისთვის ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ვიცი, რომ არმია ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელსაც არცერთი წაგება გააჩნია. მიუხედავად ამისა, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ნახევრაფინალური სერია 3:0 დასრულდება მეტოქის სასარგებლოდ. ვიმედოვნებ, რომ ერთ შეხვედრაში მიანც მოვიპოვებთ გამარჯვებას.