არმიამ ბათუმში იოლად მოიგო

არმიამ ბათუმში იოლად მოიგო

მე–9 ტური ბათუმში გაიხსნა. სუპერლიგის ერთ–ერთი ფავორიტი „არმია“
ზღვისპირეთში ჩავიდა და მიმდინარე სეზონის ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი
დიდი სხვაობით დაამარცხა. ლევან მოსეშვილის გუნდმა „ბათუმს“ 98:65 მოუგო.

ბათუმელებს არც ბრძოლის ჟინი აკლიათ და არც შემართება, მაგრამ ამ
მატჩში სტუმრები ითვლებოდნენ ფავორიტებად. თავდაცვის სამინისტროს გუნდს გაცილებით
ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და სავარაუდო იყო, რომ ამ მატჩის მოგება არ
გაუჭირდებიდათ და საბოლოოდ ასეც მოხდა.

პირველი მეოთხედი არმიელებმა 22:11 მოიგეს. მეორე მეოთხედში თანაბარი
ბრძოლა იყო და დიდი შესვენებისთვის მოსეშვილის გუნდი კვლავ 11 ქულით იგებდა. ყველაფერი
მესამე მეოთხედის ბოლოს გაირკვა, როცა თბილისელების უპირატესობამ 18 ქულას
მიაღწია. „ბათუმს“ ამ თამაშის მოსაგებად არც ძალა ჰქონდა და არც რესურსი,
შესაბამისად, „არმიამ“ ბოლო ათწუთეულში უპირატესობა 33 ქულამდე გაზარდა და
საბოლოოდ დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

მოგებულთაგან საუკეთესო ზვიად ბაბიაშვილი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა
და 9 მოხსნა მიითვალა. 19 ქულა მოაგროვა ვახტანგ მინაშვილმა, ხოლო გამთამაშებელმა
კოტე ტუღუშმა მოხსნებში კვლავ ათიან ზღვარს მიაღწია – მან თამაში 14 ქულითა და 10
მოხსნით დაასრულა.

ბათუმელთა შორის 28 ქულით ივანე მაისურაძე გამოირჩა, ლაშა კეშელავამ
კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 11 მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ არმიელებს დარბაზში ბევრი ქომაგი ჰყავდათ. ბათუმში არსებული სამხედრო ნაწილიდან თავდაცვის სამინისტროს გუნდის საგულშემატკივროდ ბლომად სამხედრო მივიდა .

ამ გამარჯვებით „არმიამ“ ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმც
ხვალ მე–9 ტურის დანარჩენი 4 მატჩია და ცხრილი სრულყოფილ სახეს მათი დამთავრების
შემდეგ მიიღებს.

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=314