არმიამ კვლავ იმარჯვა

არმიამ კვლავ იმარჯვა

   სუპერლიგის  მესამე 
ტურის მორიგ მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ,,არმია” ,,ქუთაისს’ მასპინძლობდა.  მატჩი დიდ ინტერესს იწვავდა, თუმცა არმიელებმა დუდუ
დადიანის მემორიალის გამარჯვებულები 40 ქულის სხვაობით, ანგარიშით 89:49 დაამარცხეს.

,,არმიამ” ყველა მეოთხედში აჯობა მეტოქეს, მესამე პერიოდის
დასასრულს კი 30-ქულიან უპირატესობას უწია – 65:35.

,,ძალოვანთა” რიგებში ამერიკელი ლეგიონერი სანდიეტა
გეინსი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა, ხოლო 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი
დუბლი ჯერემი რიჩარდსონმა შეასრულა.

  რაც შეეხება  ,,ქუთაისს”, მის შემადგენლობაში ყველაზე მეტი,
13 ქულა თეიმურაზ ბაბუნაშვილის ანგარიშზეა.

   შეგახსენებთ,
რომ დღეს თბილისის სპორტის სასახლე სუპერლიგის კიდევ 2 შეხვედრას უმასპინძლებს: 18
საათზე  შსს – ,,ოლიმპს”, ხოლო 20 საათზე
,,სოხუმი” ,,დინამოს” დაუპირისპირდება.